უკრაინის კრიზისი და დასავლეთის პოზიცია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხია. მოსკოვი ამტკიცებს, რომ სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, ჯარების ნაწილმა საზღვრიდან გასვლა დაიწყო, რასაც დასავლეთში არ ადასტურებენ.

აშშ და ევროპის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, არ შეიჭრას უკრაინაში და არ აღიაროს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. სამხედრო აგრესიის საფრთხის პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და რამდენიმე ბანკი კიბერშეტევის ობიექტი გახდა. კიევში ეჭვობენ, რომ ჰაკერული შეტევის უკან მოსკოვი დგას.