კიბერშეტევა - საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა. პარტნიორებისა და საერთაშორისო მედიის გამოხმაურება. ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და ისლანდიის შემდეგ, რუსეთის ქმედებებს გმობენ: უკრაინა, კანადა და ავსტრალია.

კიბერშეტევაზე წერენ: „ვაშინგტონ პოსტი“, „ტელეგრაფი“ და „ჰილი“. საუბარია, ჩვენს ქვეყანაში, გასული წლის ოქტომბერში მომხდარ ფაქტზე. კიბერშეტევა სამთავრობო უწყებებსა და მედიასაშუალებებზე, მათ შორის საქართველოს პირველი არხზე. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ კი გაირკვა, რომ ქმედების უკან რუსეთი დგას.