ვის და რა პრინციპით ირჩევს ჰაკერული დაჯგუფება „ჭიაყელა“ თავდასხმისთვის

ვის და რა პრინციპით ირჩევს ჰაკერული დაჯგუფება „ჭიაყელა“ თავდასხმისთვის – რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის „გრუს“ ჰაკერული დაჯგუფების მსხვერპლი საქართველოს გარდა, არაერთი ქვეყანა გამხდარა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და თან ყველაზე ცხელ პერიოდში, არჩევნების  დროს.

ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „ჭიაყელა“ კიდევ ერთხელ საქართველოში სწორედ საარჩევნო პერიოდში გამოჩნდეს, თუმცა, ამბობენ, რომ კიბერშეტევის შემთხვევაში, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციას საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის გამო, რომლის ორგანიზატორადაც გამოძიებამ რუსეთი დაასახელა, მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.