კიბერბულინგი, როგორც თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევა,- საკითხზე სამართლებრივი სისტემის განვითარების ცენტრი კვლევის ჩატარებას იწყებს.
პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს კიბერბულინგის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. კვლევა დაეფუძნება სხვადასხვა უწყების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის შედეგადაც კიბერბულინგთან საბრძოლველად შემუშავდება სპეციალური რეკომენდაციები.