„საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად“, – ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასა და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას შეფარდებას პროვოკაციულს და დესტრუქციულს უწოდებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. შეგახსნებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.