ხვალ ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება

ხვალ ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება. მმართველი გუნდის განცხადებით, ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის კუთხით წინსვლაა. დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენების კუთხით საკმაოდ პროგრესული ნაბიჯები გადადგა. ცქიტიშვილმა  თავდაცვის და უშიშროების კუთხით რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. საპარლამენტო უმცირესობა ნატოს წლევანდელი სამიტიდან საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შედეგს არ ელოდება, ამის მიზეზად გიორგი კანდელაკი მთავრობის ცვლილებას ასახელებს.