ნატო-საქართველოს ურთიერთობები - არასამთავრობოების მიმართვა

რატომ უნდა გააორმაგოს ნატო-მ ფსონი საქართველოზე, ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ,  – ამ კითხვის ირგვლივ სამართლიანმა არჩევნებმა და ევროპის პოლიტიკის ცენტრმა ერთობლივი დოკუმენტი მოამზადეს.  მიმართვაში ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაა განხილული და  კონკრეტულ რეკომენდაციებს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანას ნატოსთან საერთო ინტერესები აკავშირებს და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაუახლოვდა მოთხოვნილ სტანდარტებს. ავტორების თქმით, საქართველო, სამხრეთ კავკასიაში ალიანსის სტრატეგიული დასაყრდენია, ამიტომაც ნატომ 11-12 ივლისის სამიტზე კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს საქართველოს წევრობის მიმართ  მხარდაჭერა.