საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ნატოს სამიტზე საქართველოს გერმანია მხარს დაუჭერს. შესაბამისი გზავნილი ბერლინში ვიზიტი მყოფმა დავით ზალკალიანმა ყველა შეხვედრაზე მიიღო.

11-12 ივლისს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურად ასახვის კუთხით ოფიციალურ თბილისს გერმანელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა ექნება. რას ელოდება ქართული მხარე სამიტისგან: მოლოდინებზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს პირველმა დიპლომატმა, რომელიც უკრაინული გამოცემის მიერ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ქეთი ქარდავა განაგრძობს საუბარს ბერლინიდან.