ხუთი წელი გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.