19 მაისს, მერს ირჩევენ ხულოში.
კონკურენცია საკმაოდ მაღალია: მუნიციპალიტეტის მართვისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. დიდია რაიონში არსებული პრობლემების ჩამონათვალიც.
„მოამბე“ დაინტერესდა, რა გეგმით და ხედვით აპირებენ საარჩევნო მარათონის მონაწილეები ხულოს რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას. თუმცა კანდიდატების დიდი ნაწილი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს.
ჩვენს გადამღებ ჯგუფთან, საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებზე და პრიორიტეტებზე მხოლოდ სამმა კანდიდატმა ისაუბრა.