პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“

„შერჩეულ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ – ამ სახელწოდების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მიზანი 2020-2022 წლებში 10 მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის   მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობისა და არსებული პრაქტიკის გაზიარება იყო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე გამოწვევებსა და დაბრკოლებებზე. ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა „შენი ქალაქის ხმა“, რომლის ფარგლებშიც ნათელა გრიგალაშვილისა და ზაალ სულაკაურის ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი. ფოტომასალები ხარაგაულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომზადდა.