საახალწლო კონცერტები რეგიონებში

მთავრობის ინიციატივით, დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება.

ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საახალწლო ღონისძიება დღეს იმართება მესტიაა. მესტიაში ღონისძიებები ორი საათიდან დაიწყო. მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. სამი საათიდან მესტიაში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი დაიწყო, საღამოს კი მაყურებლის წინაშე ნოდიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად წარდგება, წინა საახალწლო ღონისძიება მესტიაში ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ტარდება.

ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდებიან თელაველები.

ქალაქის მთავარ მოედანზე 15 მეტრიანი ნაძვის ხეა დამონტაჟებული. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მოწყობილია საშობაო სოფელი, სადაც პატარებს სანტა კლაუსი მასპინძლობს და საახალწლო საჩუქრებს ურიგებს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა. თელავის თეატრის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების „პატარა კახის“ და „წინანდლის“ მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. საშობაო ღონისძიება გაგრძელდება ანსამბლების „შვიდკაცას“ და „ფრანის“ კონცერტით, საღამოს კი საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.