მწერალთა სახლში პოეტ ხოზე ადეიშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე, პოეტმა დამსწრე საზოგადოებას ერთ-ერთი ბოლო კრებული „სიყვარულისთვის მოველ“ წარუდგინა და ასევე წაიკითხა ახალი, გამოუქვეყნებელი ლექსები.
საიუბილეო საღამოს პოეტის კოლეგები და მწერალთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.