ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღეს აღნიშნავენ

ქართული თეატრის დღეს აღნიშნავენ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, სადაც თეატრის განვითარების ხელშეწყობისათვის, თეატრის მეგობართა კლუბი დაფუძნდა.

დღესვე, ტრადიციულად, დავით სარაჯიშვილისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდოები და პეტრე ოცხელის, სანდრო ახმეტელის და აკაკი ხორავას სახელობის პრემიებიც გაიცემა.

ღონისძიებები თეატრალური საზოგადოების ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ქართული თეატრის დღე 1850 წლის 14 იანვარს უკავშირდება, როდესაც თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, პირველი წარმოდგენა, გიორგი ერისთავის გაყრა დაიდგა.