ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს საქმეზე შვიდი მოწმე დაკითხეს.
მოწმეებს შორის არიან არასრულწლოვნები.
დაცვის მხარე არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დ.ღ უკანონო პატიმარია და მისი უფლებები ირღვევა.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი მკვლელობის შემდეგ ზაზა სარალიძეს შეხვდა, საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა სასამართლოში ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამას ვერცერთი მოწმე და მტკიცებულება ვერ ადასტურებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებმა არასრულწლოვნის მიმართ წარდგენილი ბრალი დაადასტურეს, რასაც ადვოკატები კატეგორიულად უარყოფენ.