ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი ომბუდსმენს და პროკურატურას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი მოწმის ჩვენების გასაჯაროების გამო, გამოძიების დაწყებას ითხოვს. განცახდებით უკვე მიმართეს პროკურატურას და სახალხო დამცველს.

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის, როგორც დაზარალებული მხარისთვის მიუღებელია დახურული სხდომიდან მოწმეების ჩვენებების გასაჯაროება, რადგან ყველა პირს, ვინც არასრულწლოვნების საქმის განხილვას ესწრება, გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული.

ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე ბრალდება წარდგენილი ორ პირს აქვს.