ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა განახლდება ერთ საათში. პროცესზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. დაიკითხება. შეკითხვებს მისი ძმაც უპასუხოებს. ინფორმაციას ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ადასტურებს.
შეგახსენებთ, მ.კ. სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ. დეპუტატების თქმით, მოზარდი პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდებით. მ.კ.-ს ხელახლა დაკითხვას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ამ საქმეზე მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე.