ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში სამგზავრო მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარკინიგზო ხაზთან ახლოს ცხოვრობდა. ის სარკინიგზო რელსებზე გადადიოდა და მატარებლის მოახლოება დროულად ვერ შენიშნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.