ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურის ფონზე დამტკიცებული მასშტაბური პროექტი.

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ ახალ პროექტს მხარი დაუჭირა. გეგმა 1978 წელს გახსნილი პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსის, საცურაო კომპლექსის და აბრეშუმის ფაბრიკის რესტავრაციას, მიმდებარე ნაკვეთებზე კი მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის ორი ცათამბჯენის, აშენებას გულისხმობს. ცნობილი კომპლექსი ათი წელია აღარ ფუნქციონირებს. კერძო კომპანია, რომელმაც ტერიტორია ცოტა ხნის წინ შეისყიდა, ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე ხდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ განაშენიანების გეგმა ქალაქის ისტორიულ იერსახეს დაამახინჯებს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.