ახალი პროექტი გმირთა მოედანზე

ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი ფართოვდება.

ლაგუნა ვერესთან მდებარე სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათ მფლობელებს მერია ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. სატრანსპორტო ნაკადებით ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ადგილზე მოძრაობის ახალი სქემა მას შემდეგ მომზადდება, რაც ინიციატივას საკრებულო დაამტკიცებს. უკვე ცნობილია, რომ გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ მიმავალ გზას, სადაც დღის თითქმის ნებისმიერ მონაკვეთში გადატვირთული მოძრაობა და საცობებია, ახალი საავტომობილო ზოლი დაემატება. ბენზინგასამრთი სადგურების დემონტაჟი თვის ბოლოს იგეგმება.