ხმაური საკრებულოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში – ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. ურთიერთბრალდებები აგლაძის ქუჩაზე, სამშენებლო პროექტზე მსჯელობას მოჰყვა. საუბარია განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებაზე. აღნიშნულ ტერიტორიას სტატუსი ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მათთვის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი დროულად არ იყო და საკითხის შესწავლა კომისიის სხდომამდე ვერ მოასწრეს. მმართველი გუნდი ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და მიაჩნიათ, რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.