თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კამათის მიზეზი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტია. ამ ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება.