ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა დოკუმენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი წარუმატებელია. მისი თქმით, მხოლოდ 72 პროცენტია შესრულებული, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი ათვისებულია 60 პროცენტით მაშინ, როცა ადმინისტრაციული ხარჯები 92 პროცენტითაა შესრულებული.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ოპოზიცია საკრებულოს მუშაობაში, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებულ განხილვებში არ მონაწილეობს და შემდეგ მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.