ხმაური და დაპირისპირება იყო ამილახვარის ქუჩის მიმდებარედ. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო მშენებლობები დაშალა. ადგილობრივებმა დემონტაჟი გააპროტესტეს. მათი თქმით, ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა სხვა საცხოვრებლები არ გააჩნიათ და ბინებით უზრუნველყოფას საჭიროებენ. ერთი პირი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან განარიდეს.
თბილისის მერის განცხადებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა მომავალი თვიდან დაიწყება.