თბილისის მთავრობის სხდომა

უსახლკაროს სტატუსის მქონე შვიდი ოჯახი თბილისის მერიისგან საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. კახა კალაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, ამ სტატუსის მქონე ყველა პირი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა. იგეგმება ავტობუსების ხაზების დამატება.