ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.
გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ნოდარ კორსანტიას თავად აქვს მაღაზიები და რეალიზაციის აკრძალვის მიზეზი კონკურენციაა. მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართეს. ბაზრის დირექტორი, ნოდარ კორსანტია ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.