„ლილო მოლის“ მოვაჭრეები რეგულაციებს არ ეთანხმებიან

„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულები პირველი თებერვლიდან მუშაობის უფლებას ითხოვენ, როგორც ეს სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დაანონსდა.  წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და პირველ თებერვალს მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ტიპის ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება, რაც მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. მოვაჭრეები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რომ მუშაობის განახლება პირველი თებერვლიდან შეძლონ. მანამდე კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. რაც შეეხება „ლილო მოლის“ ხელმძღვანელს, ის განმარტავს, რომ მოვაჭრეთა მდგომარეობაში შედის, თუმცა, მათ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების დარღვევის უფლებას ვერ მისცემს.