ხმაური იყო ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე.
დილით მისულ მოვაჭრეებს ობიექტის კარი დაკეტილი დახვდათ. მათი თქმით, მიზეზად ბაზრის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაასახელა. ბაზრის დირექტორის განცხადებით, ტანსაცმლის ბაზრობამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია და საჭიროების შემთხვევაში იქამდე სახანძრო თუ სხვა ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი გახდება. ბაზრის დირექცია მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა.