ინციდენტი ევროპარლამენტში. პლენარული სხდომაზე დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები შეიჭრნენ და ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა, სესია კი, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა გაავრცელა.
ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელია, ის 20 წლის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.