ხმაური და დაპირისპირება იყო ხარაგაულში, სოციალური მომსახურების სააგენტოში.
კონფლიქტი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა. ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა და საკრებულოს წევრებმა მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.