ქართველი მწერლები და ხელოვანები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. აქცია თბილისში უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლთან გაიმართა. შეკრებილებმა წაიკითხეს უკრაინელი პოეტების უკრაინისადმი მიძღვნილი ლექსები და მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.