პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ უკრაინის მიმართ გამოხატულ სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი დგას ქვეყნის ტერიტორიაზე და საქართველო არ არის ნატო-ს უსაფრთხოებისა და ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგის ქვეშ, ქვეყანა სოლიდარულია და მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ.

დღის თემა