ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, აკადემიკოს ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 30-მდე მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. ცნობილი ქართველი მეცნიერი, ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის მკვლევარი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ელენე მეტრეველი წლების განმვლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო.