ხელმოწერები შარლ მიშელის დოკუმენტზე გრძელდება

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა. „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია არსებული ჩიხიდან ქვეყნისთვის უვნებლად გამეყვანა, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ხუთი პუნქტის შესრულების მზაობა გამოთქვა დავით ზილფიმიანმაც. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელს არ აწერენ დოკუმენტს, დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევიან. დილიდან პირველი იყო არმაზ ახვლედიანი, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მან პარლამენტის მანდატი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად იღებს.

მოამბე