„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“, კონკურენტებს სატელევიზო დებატებში იწვევს. არმაზ ახვლედიანის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატთან მწვავე შეკითხვები აქვს. ასევე აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან მოისმინოს პროგრამა, თუ რის გაკეთებას აპირებენ პარლამენტიდან ბათუმის აღმშენებლობისათვის.