ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს.
დღესვე პროკურატურაში წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაბარებული არიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
თემის დეტალები „მოამბეში“.