საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო უძღვება. ტაძარში იმყოფება კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.