ხანძრის შედეგად დამწვარი ორი სავაჭრო ცენტრი და ასობით დაზარალებული მოვაჭრე - რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
ხანძრის შედეგად დამწვარი 3000 კვადრატული მეტრი ფართობი და ასობით დაზარალებული მოვაჭრე. ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ შენობაში არსებული ორი სავაჭრო ცენტრი თითქმის სრულადაა განადგურებული. მთლიანად დამწვარია ობიექტის მესამე სართული და ნაწილობრივ – მეორე. ხანძარი ავტოფარეხშიც გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეები ამ დრომდე რჩებიან. მიმდინარეობს არსებული კერების დამუშავება.
გიორგი კობერიძე უახლესი ცნობებით.