ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ისევ გრძელდება ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დამატებითი ძალები გაგზავნა.
ადგილზე ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები მუშაობენ.
შექმნილია საგანგებო შტაბი.
ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს მოედო.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ხუთი ჰექტარი ფართობის ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.