ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო. მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად ოთხი მაღაზია და სასადილო დაიწვა. დაზარალებულები ამბობენ, რომ დამწვარია მეორადი ტანსაცმლის მაღაზია, სადაც გადარჩენილი პროდუქცია წყალმა გაანადგურა.
ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე მაღაზიების მეპატრონეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.