ხანძარი თელავში

ხანძარი თელავში. ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს წაეკიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი სახლის სახურავიდან გაჩნდა, შემდეგ კი სხვა სახლებზეც გავრცელდა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო.