150 მაშველი და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტზე გაჩენილ ცეცხლს, სახანძრო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლი ე.წ. თერგის ბაზრობაზე, დაახლოებით ღამის პირველის წუთებზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის გავრცელება გარეკამერებით დაფიქსირებულია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც.