ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს თბილისში. ცეცხლი თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინაში გაჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენას წინ აფეთქების ხმა უძღოდა.