სტამბოლში საცხოვრებელი ცათამბჯენი იწვის. ცეცხლი 24-სართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო. როგორც მედია წერს, ამ დროისთვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შენობა სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარეობს.