საქართველოს რამდენიმე რეგიონში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა, ავიაციის დახმარებით ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები თბილისთან, თელეთის ქედზე მიმდინარეობს. შავნაბადას მიმდებარედ, ცეცხლი ხელოვნურად განაშენიანებულ ფიჭვნარს, ბუჩქებსა და ბალახს უკიდია. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მასთან ბრძოლისთვის ბორჯომის ხეობიდან ავიაცია გადმოისროლეს. ხანძრის შედეგად დაკვამლიანება და ფერფლი დღეს თბილისის მასშტაბითაც გავრცელდა.
რა ვითარებაა ადგილზე – რუსუდან ლოლაძე პირდაპირ ეთერში.