საბერძნეთში გლოვა გრძელდება. მაშველები კი ხანძრის შედეგად გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, რომელმაც დასახლებული პუნქტები მოიცვა, დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. 200-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. აქედან 20-ზე მეტი ბავშვია. მათ სხეულის მძიმე დამწვრობები აქვთ მიღებული. ათობით ადამიანი უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლება ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლას იწყებს. მათ შორის განიხილება დივერსიის ალბათობაც. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სახლის პირობებში გადის მკურნალობას საქართველოს ორი მოქალაქე.