ხანძარი ქუთაისში

ხანძარი იყო ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე.

ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა.

მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის, „საქართველოს ბანკის“ ოფისიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 25 მეხანძრე-მაშველი, რვა სახანძრო მანქანა, ერთი ავტოკიბე და ორი სამაშველო მანქანა.