ხანძარი იყო ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სხვენში დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილზე მოხდა 7 ავტოცისტერნის მობილიზება. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.