მესამე დღეა სვანეთში ხანძარს ებრძვიან. სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. სამუშაოებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს. რა ვითარებაა ადგილზე, ბოლო ინფორმაციას თეა აბსარიძე მოგვაწვდის.