ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ადგილზე 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, საწყობებში ავეჯი, პიროტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ინახებოდა. ხანძარი დილის 8 საათზე გაჩნდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.